ჩვენი სოფლის სამკურნალო მცენარეები
პროექტის მთავარი იდეა: ხალხური მედიცინის ისტორიის საფეძველზე დაყრდნობით ჩვენი სოფლის მიდამოებში გავრცელებული ზოგიერთი სამკურნალო მცენარის გაცნობა–შეგროვება, ჰერბარიუმის დამზადება.
პროექტის აქტუალობა: გაიხსენებენ მცენარეების როლსა და მნიშვნელობას დედამიწაზე სიცოცხლისათვის; მცენარეები დედამიწის ფილტვების ფუნქციასთან ერთად დიდ როლს ასრულებს მედიცინაში, როგორც სამკურნალო საშუალება. შეისწავლიან ჩვენი სოფლის მიდამოებში გავრცელებულ ზოგიერთ სამკურნალო მცენარეს.
პროექტის მიზნები: სოფლის მიდამოებში ექსკურსიისმოწყობა. მოსწავლეები გაეცნობიან ადგილზე არსებულ სამკურნალო (დვალურა, ია, ფარსმანდუკი, ბარამბო, მატიტელა, კულმუხო, ტუხტი...) მცენარეებს, ისწავლიან ჰერბარიუმის დამზადებას.
მოსწავლეთა ასაკი: 12–13 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები: სოფლის მიდამოებში გავრცელებული იმ მცენარეების გაცნობა, რომელიც ხალხურ მედიცინაშია ცნობილი და დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. კვლევის უნარ–ჩვევების განვითარება, საინფორმაციო ქყაროების გამოყენება გარემოზე ზრუნვა, პრეზენტაციის წარმოდგენა.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესუსები: სამკურნალო მცენარეების ილუსტრაციები, ინფორმაცია მათ შესახებ, საჰერბარე მოწყობილობა, ინსტრუქცია ველად მუშაობის დროს ქცევის შესახებ.
პროექტის მსვლელობა, ძირითადი აქტივობები: მინი ლექცია მცენარეების როლსა და მნიშვნელობაზე დედამიწაზე სიცოცხლისათვის. ხალხური მედიცინის მოკლე ისტორია. სამკურნალო მცენარეების ფერადი ილუსტრაციების დათვალიერება. ვყოფ კლასს ორ ჯგუფად და ვაძლევ დავალებას. საველე მუშაობის დროს შეგროვილი მასალების დახარისხება და მისი სამკურნალო თვისებების დადგენა ხდება სკოლაში სათანადო ლიტერატურის გამოყენებით. თითოეული ჯგუფი მოახდენს მის მიერ მომზადებული მასალის პრეზენტაციას. გამოუშვებენ ხელნაწერ ჟურნალს ჩვენი სოფლის სამკურნალო მცენარეები.
პროექტის პრეზენტაციას მოვახდენთ ელექტრონული პრეზენტაციის დახმარებით:
პროექტის პრეზენტაციას მოვახდენთ ელექტრონული პრეზენტაციის დახმარებით:
საგნებთან/ეროვნულ გეგმებთან კავშირი:
ბიოლოგია, გეოგრაფია.
პროექტის ხელმძღვანელი: რუსუდან პატარაია.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: rusudanpataraia@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий